ტოჩინოშინის ბრწყინვალე გამარჯვება ტამავაშისთან (ვიდეო)

12:35 05-15-2019

ლევან გორგაძემ ნაცუ ბაშოზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინა მორიგ შეხვედრაში მაეგაშირა ტამავაშის დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

შეხვედრა ტამავაშის უპირატესობით დაიწყო, მაგრამ ტოჩინოშინმა ფაქტობრივად გამოუვალი სიტუაციიდან მოახერხა თავის დაძვრენა და მეტოქე საბოლოოდ იორიკირით დაამარცხა.

ქართველი სუმოისტის ბალანსი მაისის ბაშოზე 4:0-ზე გახდა და ოძეკის ტიტულის დაბრუნებამდე 6 მოგება სჭირდება.

მომდევნო შეხვედრას ლევან გორგაძე ხვალ გამართავს.



ავტორი: ირაკლი გოგვაძე