როგორ იმღერა თამთა გოდუაძემ „ევროვიზიაზე“ - კიდევ ერთი ქართველის ექსტრავაგანტული შოუ

11:48 05-15-2019
17332

„ევროვიზიაზე“ საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძის გარდა, კიდევე რთი ქართველი, თამთა გოდუაძე გამოვიდა, რომელიც საბერძნეთს წარადგენს. ის პირველ საკონკურსო დღეს ათეულში მოხვდა და საბოლოო გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

ნემსაძე კონკურსს გამოეთიშა. მან პირველ ნახევარფინალზე იმღერა, თუმცა ფინალში გადასულ ათ კონკურსანტს შორის ვერ მოხვდა.

„პრაიმტაიმს“ ისრაელიდან ემიგრანტი, ნინო მაზმიშვილი დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, გუშინ, ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მათ ტელეფონის ოპერატორი და ნომრები შეაცვლევინეს.