გადავა თუ არა ტორპედო ქუთაისის მერიის მმართველობაში - რა ბედი ელის გუნდს

10:52 05-15-2019
25

საქართველოს თასის და სუპერთასის მოქმედი ჩემპიონი ქუთაისის „ტორპედო“ დაშლის პირასაა.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქართულ მედიაში აქტიურად იწერება კლუბში არსებული ფინანსური კრიზისის შესახებ, რასაც შესაძლოა გუნდის დაშლა მოყვეს. „ტორპედოში“ არსებული მძიმე ვითარება დაადასტურა გუნდის მთავარმა მწვრთნელმაც და განაცხადა, რომ მომდევნო თამაშამდე შესაძლოა კლუბმა ვეღარც მიაღწიოს.

„პრაიმტაიმი„ დაინტერესდა რა ბედი ელის ტიტულოვან ქუთაისის ტორპედოს და კერძო მესაკუთრის გასვლის შემთხვევაში, ჩაიბარებს თუ არა ქუთაისის საფეხბურთო კლუბს ქალაქის მერია.

ადგილობრივ თვითმმართველობაში აღნიშნულთან დაკავშირებით მკაფიო პასუხი არ აქვთ და აცხადებენ, რომ ქუთაისის „ტორპედოსთან“ დაკავშირებით მათთვის ჯერჯერობით არავის მიუმართავს.

„ჯერ ოფიციალურად კლუბთან დაკავშირებით, მერიისთვის არავის მოუმართავს, იგეგმება შეხვედრა მერიისა და ტორპედოს წარმომადგენლებს შორის და დეტალები ამის შემდეგ გახდება ცნობილი“, - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

2017 წელს, საფეხბურთო კლუბი ქუთაისი ტორპედო 300 000 ლარად, ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავაზე გასხვისდა. თუ აღნიშნული პირი გუნდზე უარს იტყვის და მერიას დაუბრუნებს, სავარაუდოდ, ის გუნდში გადახდილ თანხას დაკარგავს.

 

ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე