პარლამენტში გიორგი ქობულიასთან შეხვედრა გაიმართება

08:02 05-15-2019
40

დღეს 13:00 საათზე, პარლამენტის კინოდარბაზში დეპუტატთა ჯგუფის მიწვევით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მივა. 

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ქობულიამ ძალიან გაბედული ნაბიჯი გადადგა. 

„ის ექვსი წლის მანძილზე ერთადერთი გამოცვლილ 30-40 მინისტრს შორისაა, ვინც გაბედა და თქვა, რომ მას ხელი ეშლებოდა მუშაობაში და ბევრი სასიკეთო საქმე არ კეთდებოდა სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ შორის უცნაური თამაშის წესების გამო. თუ დეტალებზე ისაუბრებს კიდევ უკეთესი“ - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ თანამდებობა 18 აპრილს დატოვა. მის ადგილზე მისი მოადგილე, ნათია თურნავა დაინიშნა.