ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში სამართალდამცველები არიან მობილიზებული

22:33 05-14-2019
121

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ვითარება დაიძაბა.ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.  გაერთიანებული ოპოზიციის ძალა ერთობაშიას წევრებმა საარჩევნო უბნებზე სამაგიდო სიების, რეგისტრირებული ბეჭდების და ლუქების გადატანა დაფიქსირდა.

ოპოზიციის წევრების თქმით, ეს არის უკანონო ქმედება და არჩევნების წინასწარი გაყალბების მცდელობა.

მათივე ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ოპოზიცია ფაქტს შეესწრო, საოლქო კომისიაში პარკებით სხვადასხვა უბნიდან სიები მიიტანეს. სამაგიდო სია და ბეჭდები 107 უბანზე იყო გაცემული, დოკუმენტები 52 უბნის წარმომადგენლებმა უკვე დააბრუნეს.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის თქმით, რადგან ბევრი საარჩევნო უბანია დოკუმენტაცია ეტაპობრივად გაიცემა. მირანდა მესხი ამაში კანონდრღვეას ვერ ხედავს.

ავტორი: თეა შონია