თამარ ჭოხონელიძე- დაპირპისპირების პოლიტიკა, საპატრიარქოს პოლიტიკაა

21:20 05-14-2019
1040

მომღერალი თამარ ჭოხონელიძე მიიჩნევს, რომ საპატრიარქომ ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადება  17 მაისს,  სპეციალურად დაამთხვია.  ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

„თავი უნდა მოვიტყუოთ რომ ვთქვათ, რომ 17 მაისს ოჯახის სიწიმინდის დღე ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს საპატრიარქომ არ დაამთხვია.  ეს, არის ტყული.  17 მაისი ძალიან კარგად ვიცით, რომ უფრო ადრე გაჟღერდა იმ ხალხის მხრიდან, ვინც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღედ გამოაცხადა ეს დღე. მე ვთვლი, რომ სექსუალური ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია არ უნდა იყოს მართებული და არ არის ლამაზი. უფალმა სხვადასხვანაირი ადამიანები გააჩინა დედამიწაზე და არ უთქვამს, რომ ვინც არ მოგწონს ჩაქოლე. დისკრიმინაციაა, როცა სამსახურიდან აგდებენ, მაღაზიაში არ ემსახურებიან, ცემენ, ასეთ ადამიანებს. გეიაღლუმი– ეს სიტყვა ძალიან ხშირად დატრიალდა, მაგრამ გინახავთ ვინმეს გეიაღლუმი? თუ სახლში შემომივარდა და შვილი გამირყვნა, თავსაც შევაკლავ, მაგრამ მე ეს ვერ დავინახე.“- განაცხადა ჭოხონელიძემ.  

მანვე აღნიშნა, რომ დაპირპისპირების პოლიტიკაც საპატრიარქოს პოლიტიკაა. 

 „დაპირირსპირებას რაც შეეხება, ეს, არ არის რელიგური მხრიდან გაკეთებული.ეს, მაინც  საპატრიარქოს პოლიტიკაა. ეს დამტკიცდა 2013 წელს. როდესაც ხალხი ჰომოფობიასთან ბრძოლისთვის შეიკრიბა, ამბობდნენ, რომ  ეს ყველაფრეი ცუდია, არ შეიძლება ხალხის ჩაქოლვა, მაშინ განზე არ იდგა საპატრიარქო. რაც მახსენდება, არის მეუფე იაკობი, რომელმაც არაერთი პოლიტიკური მესიჯი გაუგზავნა ხელიხუფლებას, რომ თუ ამას მხარს დაუჭერთ, ბევრ ხალხს გამოიყვანდნენ და ასეც მოხდა. მოხდა ცუდი ფაქტი. ეს, იყო თუ არა ძალადობა? ვფიქრობ, რომ იყო. ქრისტიანობა არ განსაზღვრავს რამდენად არის ჩაბმული ადამიანი ეკლესიის პოლიტიკაში. ეკლესიას აქვს თავისი პოლიტიკა. მე როგორც მოქალაქე, რატომ ვარ ვადებული რომ ეკლესიის პოლიტიკას გავყვე ბრმად.. მე პოლიტიკას ვერ ვეთანხმები. მე ბრმად ვერ გავყვები იმ ყველაფერს. პოლიტიკა შეუცდომელი არ არის, არც საპატრიარქოსი„.- განაცხადა თამარ ჭოხონელიძემ. 

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს საერთაშორისo მაშტაბით იმართება ღონისძიებები, რომლებიც ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

2014 წელს კი საქართველოს საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოაცხადა. მანამდე, 2013 წელს ლგბტ თემის უფლებების დაცვისადმი მიძღვნილი აქცია სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა დაარბიეს და აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მას შემდეგ ყოველი წლის 17 მაისს თბილისში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები იმართება.წელსაც ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით არაერთი ღონისძიებაა დაანონსებული. 17 მაისს სამების ტერიტორიაზე გალა-კონცერტი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანია.

თამრიკო ჭოხონელიძემ ამ კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან მის მიმართ აგრესია მოჰყვა.