თამარ ჭოხონელიძე - ქართველმა ხალხმა გამოავლინა ის საშინელი სიბნელე, რომელსაც არ ველოდი - ასე როგორ გაგვიმეტეთ? (ვიდეო)

21:15 05-14-2019
2214

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე აცხადებს, რომ 17 მაისს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ „ოჯახის სიწმინდის დღესთან“ დაკავშირებით გასამართ გალა-კონცერტში მონაწილეობის არ მიღებს მხარეების დაპირისპირებების შიშის გამო. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. 

„დაგვაბრალეს ისეთი უნამუსობა და საერთოდ ქართველმა ხალხმა გამოავლინა ისეთი სიბნელე, რომელსაც  ველოდი, მაგრამ ასეთსაც არა. ჩვენ, ის ხალხი ვყოფილვართ, ვისაც აბსოლიტურად ერთ წამში შეუძლია გადათელოს ყველაფერი. რაც გაგვიკეთებია ფაქტობრივად აღარ არსებობს. ასე გვეზიზღებოდეს ხალხო ერთმანეთი - რა დაგემართათ? ასეთი ზიზღით როგორ დადიხართ ამ ქვეყანაზე, მე ვარ გაოგნებული. მე კიდევ ერთხელ მინდა ჩემი პოზიცია დაგიფიქსიროთ,რომ  დაპირისპირების შიშის გამო ვთქვი უარი სიმღერაზე. ასე როგორ გაგვიმეტეთ ან მე,ნატო,ნინო ქათამაძე. ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია საქართველოსთვის? არ გრცხვენიათ ამხელა ზიზღის გამოვლენის?“ - განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ “ოჯახის სიწმინდის დღესთან” დაკავშირებით გალა-კონცერტის გამართვა იგეგმება. სწორედ ამ კონცერტში მონაწილეობაზე თქვა უარი მომღერალმა თამარ ჭოხონელიძემ, რის გამოც ის კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა.