აშშ ომანის ყურეში 4 ტანკერის დაზიანებაში ირანს ადანაშაულებს

19:11 05-14-2019
25

აშშ ომანის ყურეში ტანკერების დაზიანებაში ირანს ადანაშაულებს. ამერიკელი გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ირანმა, ან დაჯგუფებებმა, რომლებსაც ირანი მფარველობს, ასაფეთქებლის მეშვეობით არაბეთის გაერთიანებულ ემირატებთან 4 ტანკერი დააზიანეს. ამის შესახებ BBC news-ი იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის გამოსაკვლევად ადგილზე, სამხედრო ექსპერტები გაგზავნეს, რომლებმაც გემში დიდი ხვრელები აღმოაჩინეს.

ამ დროისთვის არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ საქმეში ირანის ხელი ურევია. დაზარალებულ ქვეყნები ჯერჯერობით არავის ადანაშაულებენ.

ინციდენტმა ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა. 

ადრე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ირანში სხვადასხვა სახის ლითონის მოპოვებისა და წარმოების სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, რამაც ირანის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა.