რა ქონებას უნდა ფლობდეთ, რომ ამერიკელმა მდიდრად გაღიაროთ - აშშ-ში სიმდიდრის ქვედა ზღვარი განისაზღვრა

18:11 05-14-2019
183

ამერიკელებს მდიდრად ის ადამიანი მიაჩნიათ, ვინც მინიმუმ 2,3 მილიონი დოლარის ქონებას ფლობს. ამის შესახებ ჩარლზ შვაბის „კეთილდღეობის ყოველწლიურ მიმოხილვაზე“ დაყრდნობით Bloomberg-ი წერს.

ეს ციფრი საშუალო ამერიკელის წლიურ შემოსავალს 20-ჯერ აღემატება. ირკვევა, რომ გამოკითხვებში ამერიკელები უფრო მოზომილები გახდნენ. წინა ორი გამოკითხვის დროს, სიმდიდრის საზომი 2,4 მილიონი დოლარიდან იწყებოდა.

ბოლო გამოკითხვაში მონაწილეობა 21-დან 75 წლამდე ათასი ამერიკელი გამოკითხეს. მათი აზრით, კომფორტული ცხოვრება აქვთ მათ, ვინც 1,1 მილიონ დოლარს ფლობს. 22 წლამდე გამოკითხულთათვის კი ამისათვის მილიონამდეც კმარა.