Exclusive პირველად კავკასიაში - იუნესკო საქართველოს ტერიტორიებს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსს მიანიჭებს

17:43 05-14-2019
625

საქართველო კავკასიაში პირველი ქვეყანა იქნება რომელსაც იუნესკო მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსს მიანიჭებს. იუნესკოს ნუსხაში, მაღალი უნიკალური ეკოსისტემისა და მდიდარი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია  კოლხური ტყეები და წყალჭარბი ტერიტორიები მოხვდეს, უფრო კონკრეტულად კი ბუნებრივი მსოფლიო მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარდგენილია მტირალას, კოლხეთის, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები.

იუნესკოს ექსპერტი საქართველოს ხვალ ეწვევა, ასევე დაგეგმილია შემფასებელთა მისიის ვიზიტი, რომლებიც ქვეყნის უნიკალურ ტერიტორიებს ადგილზე დაათვალიერებენ. 

„იუნესკო მიერ დადებითი გადაწყვეტილების  შემთხვევაში, კავკასიის მასშტაბით ბუნების მსოფლიო მემკვიდრეობის პირველი უბანი გვექნება. გაიზრდება ქვეყნის ცნობადობა. ეს დადებითად იმოქმედებს ეკონომიკაზე, გაიზრდება ეკოტურიზმი. ხელი შეეწყობა ბიომრავალფეროვნების დაცვას”- აცხადებს “პრაიმტაიმთან” გარემოს დაცვისა და სოფლის მურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი.

მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზე საქართველოს უნიკალური ტერიტორიების წარდგენა წლის დასაწყისში მოხდა, იუნესკოს საბოლოო გადაწყვეტილება კი მიმდინარე წელს გახდება ცნობილი

 

ავტორი: თორნიკე ხურციძე