ვინი პუჰი წიგნით - დისნეიმ მეგან მარკლის და პრინცი ჰარის ახალშობილს მულტფილმი მიუძღვნა - ვიდეო

17:17 05-14-2019
75

6 მაისს პრინც ჰარი და მეგან მარკლი პირველად გახდნენ მშობლები. წყვილს, ვაჟიშვილი - არჩი შეეძინათ. ახალშობილი, რომელიც 3,2 კილოგრამს იწონიდა, სრულიად ჯანმრთელი მოევლინა ამ ქვეყანას. 

width=600

მეგანი და ჰარი ამ დრომდე მრავალი სახის მილოცვებს იღებენ, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, სტუდია „Walt Disney“-ის მიერ გადაღებული მულტფილმი გახდა - „ვინი პუჰი წიგნით - პირადად მეგან მარკლის და პრინც ჰარის“.

width=600

ფილმის მთავარი გმირი ცნობილი და ყველასათვის საყვარელი - ვინი პუჰია. სამხატვრო სამუშაოები აკვარელშია შესრულებული. ფუმფულა დათვს, ჰარის და მეგანისთვის ზღაპების წიგნი მიაქვს.

width=600ისტორია ვინი პუჰის შესახებ, შემთხვევით არ იყო არჩეული -  ინგლისელი მწერლის ალან მილნის ზღაპარი დათუნიაზე - ვინი პუჰი, მეგანის საყვარელი ნაწარმოები აღმოჩნდა.   

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი სადღესასწაულო მულტფილმი

width=600

- 2016 წელს, დედოფალ ელისაბედ II-ს იუბელთან დაკავშირებით, გამოქვეყნდა ანიმაციური ფილმი - „ვინი პუჰი დედოფალს ხვდება“.  

width=600

იხ. ვიდეო:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე