დასისხლიანებული თორნიკე შენგელია მოედნიდან პირდაპირ საოპერაციოდ წაიყვანეს (ვიდეო)

15:29 05-14-2019
558

ესპანეთის საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ საკუთარ მოედანზე „ბურგოსს“ შეხვდა და 87:79 გაიმარჯვა. ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრაში მხოლოდ 12 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 7 ქულა, 1 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

მეორე პერიოდში ქართველი კალათბურთელი კალათში ბურთის ჩატენვას ცდილობდა, რა დროსაც მას სახეში მეტოქის ხელი მოხვდა. შედეგად, შენგელიამ ცხვირი გაიტეხა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მოედნიდან „ბასკონიას“ კაპიტანი პირდაპირ საოპერაციოში გააქანეს.

ავტორი: ირაკლი გოგვაძე