სამი როიალი, ექვსი ჯადოსნური ხელი და ცოცხალი შესრულება - Bel Suono კვლავ საქართველოს ირჩევს

15:10 05-14-2019
40

საფორტეპიანო შოუ Bel Suono (იტალიურად შესანიშნავი ბგერა) – ესაა პროფესიონალი პიანისტების ტრიო, რომლებმაც განათლება ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორიაში მიიღეს, 18 მაისს საქართველოს Bel Suono ფილარმონიის სცენაზე ეწვევა.

სამი როიალი , ექვსი ჯადოსნური ხელი, მუსიკოსების მიერ ცოცხალი შესრულება . წარმოდგენილი იქნება ახალი გრანდიოზული პროგრამა “სამი როიალის მაგია”. ვივალდი და შტრაუსი, მოცარტი და გრიგი , გლინკა და ტანგო ფილმიდან “ქალის სურნელი”, ბეტხოვენსა და რუსულ “კალინკას”.

აგრეთვე გაჟღერდება სხვა ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებები ტრიო Bel Suono-ს უნიკალური საავტორო სტილითა და შესრულებით .

ცნობისთვის, Bel Suono-მ  კონცერტი 2 წლის წინაც გამართა რუსთაველის თეატრში, კონცერტის ყველა ბილეთი 1 კვირით ადრე გაიყიდა. 

ავტორი: თამთა თორდია