ახალგაზრდა მოჭიდავეების 7 მედალი რუმინეთის ტურნირზე

14:55 05-14-2019
8

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულა ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირმა Constantin Alexandru & Ioan W. Popovici სადაც საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა.

ტურნირის ჩემპიონები ბეჟან ბარსიონიძე (55 კგ), დავით კუჭუაშვილი (71 კგ) და გიორგი ჩიხრაძე (110 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალი გიგი ქურხულმა (60 კგ) მოიპოვა, მესამე საპრიზო ადგილები ნიკოლოზ სანთელაძემ (48 კგ), დავით აბდალაძემ (60 კგ) და საბა გამთენაძემ (92 კგ) დაიკავეებს.

საერთო გუნდურ ჩათვლაში გიორგი კვინიკაძის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა.

UWW-ს ეგიდით გამართულ ტურნირზე ჭიდაობის სამივე სახეობაში ოცდაორი ქვეყნის ხუთასზე მეტმა სპორტსმენმ მიიღო მონაწილეობა.