„ძალიან ბნელა“ - რომან გოცირიძე პარლამენტში რელიგიური სიბნელის ხარისხს ადგენს

11:17 05-14-2019
28

 

 

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, „პარლამენტში ძალიან ბნელა“.

დეპუტატმა ამის შესახებ facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.

„პარლამენტში ძალიან ბნელა! რელიგიური სიბნელის ხარისხს ვადგენ იმ სიით, რომლითაც „წილხვედრობას“ მისცეს ხმა და დემოკრატიული სიბნელის ხარისხს იმით, ვინც „ნაციონალური მოძრაობის" გაუქმებას დაუჭირა მხარი.

პროგრესისა და თანამედროვეობის ნატამალი არ სცხია ამ პარლამენტს“,- წერს გოცირიძე.