ვიდეოები

1711608990

VIDEO: „ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია რომ იცოდეთ“ – აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე და კადრები წვეულებიდან

საბერძნეთთან გამართული მატჩისა და ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე იზეიმეს, შემდეგ კი წვეულებაზე.წვეულებაზე გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მომღერალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი – კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ფეხბურთელები ლელა წურწუმიას ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, აღსანიშნავია, რომ სიმღერის ავტორი სწორედ მაია კაჭკაჭიშვილია:„ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია, რომ იცოდეთ“, – წერს კომპოზიტორი.

მაია კაჭკაჭიშვილი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ამინდის პროგნოზი

საზოგადოება 1711660349

როგორი ამინდი იქნება საქართველოში დღეს

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 29 მარტს - გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29  მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.ქ. თბილისში 29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 29 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 29 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +22 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 29 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 14, +19 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 29 მარტს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 29 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით  +14, +19 გრადუსი იქნება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 29 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 29 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +16 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 28-29 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ჯადო

რჩევები 1711658911

როგორ უნდა გაიგოთ, რომ გაქვთ ჯადო ფინანსური მიმართულებით და როგორ უნდა მოიქცეთ...

ხდება ცხოვრებაში, რომ ყველაფერი კარგად იყო: შემოსავალიც და სტაბილურობაც. საკმარისი იყო არა მხოლოდ პურისა და კარაქისთვის, არამედ ხიზილალისთვისაც. შემდეგ კი სამსახურიდან გაგათავისუფლეს, სესხის საპროცენტო განაკვეთი გაზარდეს და ფინანსური პირამიდა, რომელშიც ფული იყო ჩადებული, დაინგრა.შესაძლოა, ამის წინაპირობა ის იყო, რომ ცუდმა ადამიანმა ჯადოქარს თქვენი საზიანო პროცედურა შეუკვეთა.რას გვირჩევენ დიდი მკურნალები და ჯადოქრები, ფულადი ზიანის შემთხვევაში.პირველი ნიშანი არის უეცარი გათავისუფლებარას გვირჩევენ ჯადოქრები? მზარდ მთვარეზე აიღეთ ნებისმიერი ბანკნოტი, მარკერით დახატეთ ნომინალის აღმნიშვნელი რიცხვები, გადაკეცეთ ოთხად და თეთრი ძაფით მიაკერეთ ტანსაცმელზე, რომელსაც ყველაზე ხშირად ატარებთ. კერვისას გაიმეორეთ:”ბედნიერება ბედნიერებისთვის, ფული ფულისთვის, ნებისმიერი უბედურება გვერდს ამივლის მე, ღვთის მსახურს (სახელი). დაე ასე იყოს".ალტერნატივაჯერ დამშვიდდი. არაფერი საშინელი არ მომხდარა. მიეცით საკუთარ თავს დრო, რომ დაისვენოთ და თავი მოუყაროთ აზრებს. სამსახურიდან გათავისუფლება არ არის კარიერის დასასრული, არამედ დიდი შანსია გადადგას ნაბიჯი განვითარებისკენ, ასაკის მიუხედავად.ხანმოკლე შესვენების შემდეგ გააანალიზეთ, რატომ გაგათავისუფლეს? რა თქმა უნდა, ისეც ხდება, რომ ცუდმა უფროსმა შენს ადგილას თავისი ძმა მოიყვანოს, მაგრამ იქნებ რაც მოხდა, შენი ბრალია?იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი სამუშაოს ხარისხი: გაიარეთ მოწინავე ტრენინგის კურსები ან შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება სამუშაოს მიმართ. შესაძლოა, ეს უბრალოდ არ არის თქვენი ფორმატი, დროა სცადოთ რაიმე ახალი - დაისახეთ მიზანი და დაიწყოთ მისკენ სვლა. თქვენ არ გჭირდებათ დაუყოვნებლივ გადაწყვიტოთ, რა უნდა გააკეთოთ შემდეგ. მეორე ნიშანი - ბევრი ვალირას გვირჩევენ ჯადოქრები? შავი პურის ქერქზე წაუსვით ნიორი და მარილი. შემდეგ აიღეთ მწვანე ლენტი, დადეთ  იატაკზე ისე, რომ უსასრულობის ნიშანი იყოს გამოსახული და ანთებული მწვანე სანთელი მოათავსეთ ნიშნის შუაში. აიღეთ პურის ქერქი ორივე ხელით და თქვით შელოცვა, სანამ სანთელი იწვის:„უფალი ჩემი მფარველია, ჩემი ღმერთი. მე მჯერა შენი. ბოროტი თვალი და ბოროტი ჯადო მარილით და ნივრით მოიწმინდოს, იყოს ნაცემი, იყოს მოკლული. ჩემთვის, ღვთის მსახურისთვის (სახელი), ყველაფერი თავიდან ამოვა, ნაკელში ჩავა და იქ დარჩება. დაე ასე იყოს. მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ამინ. ამინ. ამინ"ალტერნატივაპირველ რიგში, დაადგინეთ დავალიანების მთლიანი ოდენობა ვალის მასშტაბის შესაფასებლად. თუ რამდენიმე დავალიანებაა, დაყავით ისინი სამ ჯგუფად. პირველი, ის, რომელსაც ემატება პროცენტი. შემდეგ  წყალი, ელექტროენერგია ან გაზი. და ბოლოს, ის, რომელსაც შეუძლია ცოტა მოითმინოს.შეადგინეთ ვალების დაფარვის გრაფიკი, გამოთვალეთ თქვენი ხელფასის რა პროცენტს დახარჯავთ მათზე. დაიწყეთ ვალების გადახდა და შეეცადეთ აღარ აიღოთ ახალი ვალი. მესამე ნიშანი - ფულის რეგულარული დაკარგვასაფულის მოულოდნელი დაკარგვა, საბანკო ბარათების პაროლების მეხსიერებიდან ამოღება, საფულის გაუჩინარება ფულადი ზიანის უეჭველი ნიშნებია.რას გვირჩევენ ჯადოქრები? მიდი სასაფლაოზე სავსე მთვარეზე, აიღე შენი საფულე, აიღე ჯოხი მიტოვებული საფლავიდან, სამჯერ დააკაკუნე ხეზე და უთხარი:„როგორც მკვდარი არ აღდგება საფლავიდან, ისე ფული არასოდეს მიმატოვებს და როგორც სასაფლაო ივსება მკვდრებით, ასევე ჩემი საფულე ივსება ფულით“.ალტერნატივაშეწყვიტეთ მთელი თქვენი ფულის ტარება საფულეში - წაიღეთ ის თანხა, რომელიც გჭირდებათ დღისთვის და დანარჩენი დატოვეთ სახლში. მაშინაც კი, თუ თქვენი საფულე მოიპარეს, დიდი ზარალი არ მოგადგებათ. ასევე ნახეთ: VIDEO: ბედნიერი ვარ, რომ ისტორიის ამ ფურცელზე ჩემი ძმის გვარიც იქნება დატანილი, მეამაყებით - ნინო კვეკვესკირირა სარგებელს მიიღებთ თუ ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დღე ჯინჯერის ჩაის დალევთ

ბუდუ

საზოგადოება 1711658861

,,ყურადღება არ მომწონს, თუმცა გავუძლებ, თუ ასეთი წარმატებული იქნება“ - ბუდუ ზივზივაძის მეუღლე ფეხბურთელის წარმატებაზე

 ბუდუ ზივზივაძე ერთ დღეში პოპულარობის მწვერვალზე ავიდა მას შემდეგ, რაც საქართველო-ლუქსემბურგის თამაშზე ორი გოლით საქართველოს გამარჯვება მოუტანა.გთავაზობთ მისი მეუღლის პირველ ინტერვიუს:„ძალიან კარგი მამაა, ძალიან მეხმარება შაის აღზრდაში. 21-ში მატჩის შემდეგ, იმდენი მოლოცვები მივიღეთ, მეორე საღამოს ძლივს დავდეთ ტელეფონი ოჯახის წევრებმა. მე ცოტა ინტროვერტი ვარ და დიდად ყურადღება არ მომწონს, თუმცა გავუძლებ, თუ ასეთი წარმატებული იქნება“,- ამბობს ნინი კვერნაძე

kvara

სპორტი 1711658751

,,ჩემო ძმებო და მეგობრებო...“ - რა უთხრა კვარაცხელიამ თანაგუნდელებს მოედანზე გასვლამდე

 საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ექიმმა, დავით ხარაბაძემ საბერძნეთთან პლეი ოფის მოგებულ ფინალამდე გასახდელში მომხდარი საინტერესო ამბავი გაიხსენა, რომლის გმირიც ხვიჩა კვარაცხელია იყო.„მოედანზე გასვლამდე ხვიჩა კვარაცხელიამ სიტყვა ითხოვა. შევკარით წრე და ამ პატარა ბიჭმა თანაგუნდელებს მიმართა: ჩემო ძმებო და მეგობრებო, დღეს ჩვენ გუნდში გვყავს გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, გიორგი ლორია, ნიკა კვეკვესკირი. შესაძლოა, ამ ადამიანებს დიდ ტურნირზე მოხვედრის შანსი აღარ მიეცეთ, ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ბიჭების პატივისცემით გავიდეთ და დარწმუნებული ვარ, მოვიგებთ“, – გაიხსენა დავით ხარაბაძემ.

შუქი

საზოგადოება 1711658443

თბილისში, შუქი 3 რაიონს გაეთიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

29 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.კრწანისის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  გორგასალის ქუჩის მოსახლეობას.ჩუღურეთის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის და დგებუაძის ქუჩების მოსახლეობას.ნაძალადევის რაიონიგადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეჟანიშვილის, ნათაძის, ხვინგიას, წიწამურის, ჭყონდიდელის, დადიანის და ჭილაიას  ქუჩების მოსახლეობას."კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.