მიხეილ სააკაშვილი - კონდიტერობას ვიწყებ და ვისაც ტკბილი მოგინდებათ, მომმართეთ

00:03 05-14-2019
319

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ოფიციალურ ''ფეისბუქ'' გვერდზე ფოტოს ავრცელებს, სადაც წერს, რომ იგი კონდიტერობას იწყებს.

ფოტოზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი აქვეყნებს,  წერია -Misha's cupcakes.

''მორჩა, კონდიტერობას ვიწყებ. უკვე გადავკვალიფიცირდი კონდიტერად. ვისაც ტკბილი მოგინდებათ, მომმართეთ. დღეს კი ფილადელფიაში ჭაჭის საწარმოს გახსნაზე ლენტას გავხსნი. მისაყოლებელის გვექნება''. - წერს ყოფილი პრეზიდენტი