ანგელა მერკელის გაჩერებულ თვითმფრინავს აეროპორტში მიკროავტობუსი შეეჯახა

22:58 05-13-2019
102

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის, გაჩერებულ თვითმფრინავს აეროპორტში მიკროავტობუსი შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანული მედია ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება ინციდენტის დ მერკელი ბორტზე არ იმყოფებოდა.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევის დროს მერკელი დორტმუნდში იყო, სადაც ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა. 

სამთავრობო წყარომ გერმანულ მედიას განუმარტა, შესაძლოა მიკროავტობუსის მძღოლი გერმანიის კანცლერის სამთავრობო თვითმფრინავის დანახვით იმდენად გახარებული იყო, რომ მას ხელის მუხრუჭის ამოწევა დაავიწყდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მანქანის მძღოლი ანგელა მერკელის დიდი გულშემატკივარია. მისი თვითმფრინავის დანახვისას კი ფოტოს გადაღება სურდა, რა დროსაც საჭეზე კონტროლი დაკარგა და ავიალაინერს დაეჯახა.