Exclusive “მამიდა” მილოცვებს იღებს - პროსტიტუციის ხელშეწყობაში ბრალდებული როენა ხუცურაული იუბილარია (ვიდეო)

20:36 05-13-2019
1449

 პროსტიტუციის ხელშეწყობაში ბრალდებული და წინასწარი პატიმრობიდან 30 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებული როენა ხუცურაული, დღეს დილიდან მილოცვებს იღებს.

“მამიდას” მეტსახელით ცნობილი ქალბატონი 60 წლის გახდა. ის, იუბილეს მეგობრების და ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნავს.

“პრაიმტაიმი” შეეცადა გაერკვია, თუ რას ფიქრობს როენა ხუცურაული მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე და თანამშრომლობს თუ არა გამოძიებასთან? როენა ხუცურაულმა დღეს ამ თემებზე საუბარი არ ისურვა.