ნაომი კემპბელი დედა გახდა? - 48 წლის სუპერმოდელი ახალშობილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

16:47 05-13-2019

ნაომი კემპბელი, სოციალურ ქსელში  ახალშობილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. 

რამდენიმე ხნის წინ, ბრიტანელმა სუპერმოდელმა თაყვანისმცემლები მეტროში გადაღებული ფოტოებით გააოცა - ვარსკვლავი, ქვედა საცვალის გარეშე პოზირებს.

width=600

მოდელი, რომელიც მეტროში მაცდუნებელი იმიჯით გამოჩნდა, საზოგადოების მხრიდან სკანდალი და ინტრიგა გამოიწვია. 

width=600 

მოდის ბიზნესის 48 წლის ვარსკვლავმა „Instagram“- ის გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ნაომი ახალშობილით ხელში პოზირებს. ფოტომ, საზოგადოების მხრიდან უამრავი მოწონება დაიმსახურა.  

width=600

კემპბელის გულშემატკივრებმა გადაწყვიტეს, რომ მათი კერპი დედა გახდა.

„შვილად აიყვანეთ? - დედობა გიხდება! - გილოცავთ ნაომი! - შესანიშნავი დედა იქნებით!“ - წერენ ვარსკვლავის თაყვანისმცემლები. 

ცნობილი გახდა, რომ კემპბელმა ბავშვთან ერთად გადაღებული ფოტო, დედის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. კემპბელი, ამ ეტაპზე სავარაუდო დედობის შესახებ, კომენტარს არ აკეთებს.  

გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ მან სუროგატი დედის მომსახურება გამოიყენა, როგორც კიმ კარდაშიანმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სუროგატი დედისგან მეოთხე შვილი, ვაჟი გააჩინა. 

ავტორი: რუსა ღვანიძე