ბრაზილიაში ქართველმა მოჭიდავეებმა საპლაჟო ტურნირში გაიმარჯვეს

15:16 05-13-2019
34

ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში მსოფლიო სერიის საპლაჟო ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა 100%-იანი შედეგით დაამთავრა.

შეჯიბრება ოთხ წონით კატეგორიაში გაიმართა და ყველა მათგანში ქართველმა ფალავნებმა იმარჯვეს. ტურნირს ჩემპიონები ლევან ქელეხსაშვილი, დავით ხუციშვილი, დავით მარსაგიშვილი და მამუკა კორძაია გახდნენ.

ქელეხსაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელ რადულოვს მოუგო, ხუციშვილმა აზერბაიჯანელი იუსუბოვი დაამარცხა, მარსაგიშვილმა საჩემპიონო ბრძოლაში პაკისტანელ მუჰამად ინამს სძლია, კორძაიამ კი აზერბაიჯანელ ნაზარიანს აჯობა.

ავტორი: თაკო ტომარაძე