13 მაისი არ უყვარდა ... - განო მელითაურის ემოციური პოსტი კოტე თოლორდავაზე

14:30 05-13-2019
2828

განო მელითაური გარდაცვლილ მეუღლეს, მსახიობ კოტე თოლორდავას ემოციურ პოსტს უძღვნის:

„13 მაისი არ უყვარდა არასდროს... სულ ამბობდა ფინალს ვუახლოვდებიო... მოწონდა როგორც ვწერდი,იმდენად საკუთარ დაბადებისდღეზე თითო ლექსს მიწერდა და ბალიშზე მიტოვებდა... ძალიან მკაცრად არ შემიფასო, ერთ-ერთ წრეზე მაინც დაგეწევიო. სიყვარული იყო და 3 დიდი სიყვარული დამიტოვა, კიდევ ბევრი ღირებულება დანკომ. ვერ დაეტია ცისფერ ბურთში მისი ენერგია და იქ წავიდა, სადაც დრო და მატერია არაფერს ნიშნავს. იქ ერთი დიიიიიიდი სივრცეა სიყვარულისთვის და ამ სიყვარულს არც ფორმები აქვს, არც სტატუსები ერთი მთლიანია. მარადისობას შეურთდა და იქიდან მფარველობს ჩვენს ათინათებს!
დღეს, როცა ახალი ცხოვრება მაქვს, სადაც ისევ სიყვარულია, ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობდი დანკოს“, - წერს განო მელითაური.

მსახიობი კოტე თოლორდავა 2015 წლის 11 აპრილს მოსკოვში გარდაიცვალა, სადაც ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა.

მსახიობი რუსეთის დედაქალაქში 9 აპრილს გაემგზავრა. ის თბილისში 14 აპრილს უნდა დაბრუნებულიყო. გარდაცვლილი 16 საათზე იპოვეს სასტუმროს ნომერში.

მოგვიანებით ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა გაასაჯაროეს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ეწერა იყო, რომ თოლორდავა ინფარქტით გარდაიცვალა.

კოტეს პირველი მეუღლე მსახიობი მარიამ ჯოლოგუა იყო. ქორწინებიდან წყვილს ვაჟი, ბუკა ჰყავს.

მსახიობმა 2007 წლის 8 ივნისს მეორედ შექმნა ოჯახი და ცხოვრება განო მელითაურს დაუკავშირა. კოტეს გარდაცვალებისას წყვილს უკვე ჰყავდა ორი შვილი - ტასო (2008) და თარაში (2012), განო კი მესამე შვილზე იყო ორსულად.