შვედეთმა ასანჟის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის საქმის გამოძიება განაახლა

13:24 05-13-2019
45

შვედეთი, Wikileaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ გამოძიებას განაახლებს. ამის შესახებ განცხადება შვედეთის პროკურატურაში გაკეთდა.

საქმე ეხება სექსუალური ძალადობის ბრალდებებს, რომლებიც ასანჟს თითქმის 10 წლის წინ წაუყენეს. გამოძიება შესაძლო მსხვერპლის ადვოკატის მოთხოვნით განახლდა.

ასანჟი, რომელიც გაუპატიურების ბრალდებას უარყოფს, სწორედ ამ საქმეზე შესაძლო გასამართლების საფრთხის გამო, შვედეთში ექსტრადირების თავიდან აცილებას 7 წლის განმავლობაში ცდილობდა და თავს ეკვადორის საელჩოში აფარებდა.

ეკვადორმა ასანჟს თავშესაფარზე უარი ერთი თვის წინ განუცხადა. Wikileaks-ის თანადამფუძნებელი ლონდონის პოლიციამ 11 აპრილს დააკავა და გირაოს პირობების დარღვევის გამო 50 კვირიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ჯულიან ასანჟს აშშ-ს მთავრობის საიდუმლო მონაცემთა ბაზებში შეღწევასაც ედავებიან.

ავტორი: მარიამ გიგანი