შოტლანდიელმა 382 დღე იშიმშილა და გადარჩა

10:53 05-13-2019
202

მრავალი წლის წინ, კონკრეტულად კი 1965 წელს, 27 წლის შოტლანდიელი ანგუს ბარბიერი 207 კილოგრამს იწონიდა. მან გადაწყვიტა, რომ შიმშილი, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მას წონის დაკლებაში დაეხმარებოდა და კვლევებზე ქალაქ დანდში გაემგზავრა. ანგუსმა მყარი საკვების მიღება შეწყვიტა, მაგრამ სვამდა ჩაის, ყავას და მინერალურ წყალს.

მამაკაცმა შიმშილობის პირველი დღეები მსუბუქად გაიარა და ამიტომ გაგრძელება გადაწყვიტა. მის ორგანიზმს ენერგია ყოფნიდა საკუთარი ცხიმის წვის პროცესის გამო. ის რეგულარულად მიდიოდა ექიმთან, სადაც მას ვიტამინების და მინერალების კომპლექსს უნიშნავდნენ.

საკვების გარეშე მამაკაცმა 382 დღე გაძლო. შიმშილობის დასასრულისკენ მან მცირე ოდენობით შაქრის და რძის მიღებაც დაიწყო.

ერთ წელიწადში 82 კილოგრამი დაიკლო და პირველი საკვები, რაც მან მიიღო მოხარშული ყველი და კარაქიანი პურის მომცრო ნაჭერი იყო.

ანგუსმა მომდევნო 5 წლის განმავლობაში სულ მხოლოდ 7 კილოგრამი მოიმატა.

შიმშილობას მის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია - ის ორი შვილის მამა გახდა და 1990 წელს გარდაიცვალა.

1971 წელს ანგუსი გინესების რეკორდების წიგნში მოხვდა. მას შემდეგ ასეთი რეკორდები აღარ რეგისტრირდება იმის გამო, რომ ხელი არ შეუწყონ ადამიანებს საკუთარი ჯანმრთელობა რისკზე შეაგდონ.

წყარო: Life