წამწამები ცხვირში - სოციალურ ქსელში ექსცენტრიული სტილის შესახებ ალაპარაკდნენ

10:03 05-13-2019
118

სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილმა ცხვირის ნესტოებში თმის მოშორების წინააღმდეგ კამპანია დაიწყო.  შესაბამისი ფოტოები სოციალურ ქსელებში უკვე გამოჩნდა.

რამდენად დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს ცხვირის ნესტოში თმის ზრდის ტენდენცია შეინიშნება და ამისთვის Instagram-ზე კამპანიაც არის დაწყებული. 

ლაპარაკია ხელოვნური წამწამების თვალზე დამაგრების მაგიერ, მის ცხვირზე დაწებებაზე

ექსცენტრიული სტილის შესახებ აუდიტორიას პირველად, 2017 წელს Instagram-ის მომხმარებელმა @gret_chen_chen-მა ამცნო. ამ ტენდენციის შესახებ უკვე ასობით მომხმარებელი ალაპარაკდა. 

კამპანიის ფარგლებში ჰეშთეგი #nosehairextensions Instagram-ზე უკვე 400-ჯერ  გამოიყენეს.