საბურთალოს რაიონის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

08:15 05-13-2019
313

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კომპანიამ კანდელაკის ქუჩაზე სრულად განაახლა სამი კილომეტრის სიგრძის წყალმომარაგების სისტემა. კომპანიამ სტაბილური წყალმომარაგებისთვის ახალ ქსელზე თანამედროვე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დაამონტაჟა. კომპანიის ცნობით, დღეს რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს – ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს განახორციელებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დილის 12:00 საათიდან 14 მაისის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება საბურთალოს რაიონში:

მგალობლიშვილის, კანდელაკის, გაგარინის, ისაკაძის, ონიაშვილის, ლვოვის, ბუდაპეშტის (ფანჯიკიძე), ჭილაძის, ოდესის, სხვიტარიძის, მარშალ გელოვანის, ოსეთის (ცხინვალის), ჰ.აბაშიძის, გამყრელიძის, ლომონოსოვის, იური ანტუას, იოანე ვაკელის, მ.ალასანიას, მეგრელიძის, ვ.ჩიქოვანის, დელისის, დელისის I ქუჩებს, შარტავას ქ. N43-დან 71-ის ჩთ, N44-დან 64-ის ჩთ; ტაშკენტის ქ. N21-დან 79-ის ჩთ, N18-დან 82-ის ჩთ; ვაჟა-ფშაველას გამზ. N1-დან 23-ის ჩთ, პეკინის ქ. N33-დან 43-ის ჩთ, N34-დან 46-ის ჩთ; ნუცუბიძის ქ. N 1-დან 57-ის ჩთ, N 2-დან 30-ის ჩათვლით.

როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ განმარტავენ, სამუშაოების მიმდინარეობისას კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ კომპანიაში.