ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი 1713468120

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძიდღეს, შესაძლოა, საინტერესო შემოთავაზება მიიღოთ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, გამოიჩინეთ ინიციატივა და გაუზიარეთ თქვენი გეგმები ახლობლებსა თუ კოლეგებს.კურომოსალოდნელია კარგი ახალი ამბები სამსახურთან დაკავშირებით. მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ თქვენი პრიორიტეტები და გონივრულად შეუდექით მოქმედებას.ტყუპებიდიდი ოპტიმიზმით შეხვდებით შორიდან მოსულ ინფორმაციას, გაგიჩნდებათ ახალი გეგმები მომავალთან დაკავშირებით, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანი წარმატების მომტანი იქნება.კირჩხიბიარის ალბათობა, აღადგინოთ ძველი კავშირები, თქვენი იდეები სასარგებლო და საინტერესო იქნება მათთვის, ასევე მატულობს კარიერული წინსვლის, ან შემოსავლების ზრდის ალბათობა.ლომითუ გამოიჩენთ შეუპოვრობას და სიმამაცეს, ერთდროულად რამდენიმე პრობლემას მოაგვარებთ და ამასთან ცხოვრებას გაუადვილებთ  ახლობლებსა და საკუთარ თავსაც. თქვენი გულითადი დამოკიდებულება სასიკეთოდ აისახება ყველანაირ ურთიერთობებზე.ქალწულინუ მოგერიდებათ რჩევებისთვის სხვებს მიმართოთ. ახლა ძალიან გამოგადგებათ თქვენზე ჭკვიანი ადამიანების გამოცდილება, გააანალიზეთ მათი რჩევები და აირჩიეთ ოპტიმალური, სარგებლიანი სტრატეგია.სასწორიფინანსურ და მემკვიდრეობის საკითხებში სიფრთხილე და მოთმინება გამოიჩინეთ. ნუ შეგეშინდებათ, შეცვალოთ თქვენი ჩვეული რიტმი. კორექტივები შეიტანეთ თქვენს გეგმებში გარემოებების გათვალისწინებით.მორიელიშეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაეხმარეთ მათ, ვინც რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა ან თავგზა აქვს აბნეული, საქმიანობისას გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, კონცენტრირება და სიზუსტე.მშვილდოსანისიფრთხილე გამოიჩინეთ ურთიერთობებში, რადგან შესაძლოა, საეჭვო პიროვნებები აღმოჩნდნენ თქვენს ირგვლივ, ნუ გათქვამთ თქვენს საიდუმლოს და ნუ გაანდობთ გეგმებს ახალ ნაცნობებს.თხის რქაშესაძლოა, დღეს, თქვენს ცხოვრებაში ახალი მოკავშირეები გამოგიჩნდნენ, მათ შორის, საკმაოდ გავლენიანები. ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას, ჯერ ყველაფერს ყურადღებით დააკვირდით.მერწყულიეცადეთ, ყოველ წვრილმანს სერიოზულად და პასუხისმგებლობით მოეკიდოთ, ნუ აჰყვებით ემოციებს. შესაძლოა, თქვენ არ ფლობთ ყველა საჭირო ინფორმაციას და ამის გამო შეცდომაც დაუშვათ. მოუსმინეთ გარშემომყოფებს.თევზებიმთავარია, მონდომება, თქვენ შეგიძლიათ, მიზნის მისაღწევად შემოიკრიბოთ თანამოაზრეები და ერთობლივი ძალებით ადვილად გადაჭრათ პრობლემური საკითხები.

მაგნიტური ქარიშხალი

რჩევები 1713467907

მაგნიტური დღეები, ამინდის ცვლილება და დაავადებები: „არტერიული წნევის მერყეობაა, ქსოვილებში ანთება, იმატებს ტკივილი და რესპირატორული დაავადებებიც"

თერაპევტი, რეანიმატოლოგი, პროფესორი მარიკა თოიძე გადაცემაში"პირადი ექიმი" ახალი კვლევის შედეგებზე საუბრობს და აღნიშნავს, რეალურადაა თუ არა კავშირში ამინდისა და სეზონების ცვალებადობა წნევის მერყეობასთან, სახსრების ტკივილთან და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასთან:- ექიმებმა სულ ახლახან გააცნობიერეს, რომ ეს უბრალოდ პაციენტის შეგრძნებები კი არა, რეალური დიაგნოზია. მახსოვს, ადრე ე.წ. მაგნიტურ დღეებზე საუბრობდნენ და ზოგიერთი ადამიანი ამბობდა, რომ სწორედ ამ დღეებზე რეაგირებდა და ცოტა ღიმილისმომგვრელიც იყო ხოლმე. ეს დამოკიდებულება იმიტომ იყო, რომ მეცნიერული საფუძველი, მტკიცებულებები არ არსებობდა. ექიმები კი ყოველთვის მტკიცებულებებს ვეყრდნობით და მხოლოდ ამის შემდეგ განვიხილავთ ამა თუ იმ საკითხს. არადა პაციენტი ამბობს, რომ წნევა აქვს არასტაბილური, სახსრები უფრო მეტად სტკივა იმიტომ, რომ მაგნიტური დღეა... ექიმებმა ამ ფაქტებს ყურადღება მიაქციეს იმიტომ, რომ როგორ შეიძლება, ამდენი ადამიანი "იგონებდეს" და უბრალოდ წუწუნებდეს... გარკვეული კვლევები უკვე გაჩნდა. უახლესი კვლევებია, 20-24-კაციან ჯგუფში ჩატარებულიცაა და 16 ათას ადამიანშიც, რომელიც იაპონიაში ჩატარდა. ალბათ, იაპონელებმა იმიტომ მიაქციეს ყურადღება, რომ იქ ამინდი, ჰაერის ტენიანობა ლაბილურია და ეს საკითხი უფრო აქტუალური იყო. შესაბამისად, კვლევას უფრო მეტი დრო და ენერგია დაუთმეს. ჩნდება გარკვეული მონაცემები, მტკიცებულებები, რომ ამინდის ცვალებადობასთან ერთად, ადამიანის ფიზიოლოგია რეალურად იცვლება. ორგანიზმში გარკვეული ძვრები მიმდინარეობს და შესაბამისად, როდესაც პაციენტები გარკვეულ სიმპტომებს ამინდს უკავშირებენ, ამას ფიზიოლოგიური საფუძველი აქვს. აღმოჩნდა, რომ ეს ფიზიოლოგიური საფუძველი თავის ტვინის მიერ გარკვეული ნეიროტრანსმიტერების გამომუშავების მომატება, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის მატება და სხვადასხვა სუბსტანციაა, რომლებიც ამ დროს მერყეობს. ასევე, გამოვლინდა გარკვეული სამიზნე პოპულაცია, სადაც აღნიშნული სიმპტომები უფრო ხშირად გვხვდება. ესენია მენოპაუზაში მყოფი ქალბატონები. თუმცა, პრობლემა მეტ-ნაკლებად ყველა ჯგუფში გვხვდება. 

ამინდი გაუარესდება

საზოგადოება 1713467501

ამინდი უარესდება - სინოპტიკოსების გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც.დასავლეთ საქართველოში 19 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა.ქ. თბილისში სითბოს ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და შესაძლოა გაწვიმდეს. ჰაერის ტემპერატურა 20 აპრილს დღისით +30 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 20 აპრილს დღისით +33 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო):  20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 20 აპრილს დღისით +30 გრადუსი იქნება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 18 და 20 აპრილს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 19 აპრილს შედარებით აგრილდება და ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 20 აპრილს დღისით +25 გრადუსი იქნება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 19-20 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 19-20 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება. 

პარლამენტი

პოლიტიკა 1713467471

საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პარლამენტი 19 აპრილს უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 19 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.

საგარეო

პოლიტიკა 1713467297

ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ელჩი ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტში დაიბარეს, სიმართლეს არ შეესაბამება - საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტში დაიბარეს.მათივე ცნობით, ელჩი, კომპეტენციის ფარგლებში, რეგულარულად მართავს შეხვედრებს გერმანულ მხარესთან.„ელჩის დაბარების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ელჩი, კომპეტენციის ფარგლებში, რეგულარულად მართავს შეხვედრებს გერმანულ მხარესთან, მათ შორის ბუნდესტაგში, ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა თემაზე. დაინტერესების შემთხვევაში, ასევე უზიარებს გერმანულ მხარეს ინფორმაციას მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.