ირანის პრეზიდენტის განცხადებით ქვეყანა უპრეცენდენტო ზეწოლას განიცდის

19:11 05-12-2019
1037

ირანის პრეზიდენტ, ხასან რუხანის განცხადებით, საერთაშორისო სანქციების გაძლიერებით, ქვეყანა უპრეცენდენტო ზეწოლას განიცდის.

„ჩვენი მტრების ზეწოლა უპრეცედენტოა. ასეთი რამ ისლამური რევოლუციის ისტორიაში არ მომხდარა, თუმცა სასოწარკვეთილი არ ვარ, მომავლის იმედი მაქვს და მჯერა, ამ წინააღმდეგობას გადავლახავთ და გავერთიანდებით“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის სანქციების განახლების გამო ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ერაყთან ომის დროინდელ სიტუაციაზე უარესია.