მახათას მთისკენ ავტობუსების ორი მარშრუტი უფასოდ იმოძრავებს

09:28 05-12-2019
177

თბილისის მერიის ცნობით, დღეს მახათას მთისკენ, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საზეიმოდ გახსნასთან დაკავშირებით, ავტობუსების ორი მარშრუტი იმოძრავებს და მგზავრობა უფასო იქნება.

„ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საზეიმოდ გახსნაზე მრევლის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, 12 მაისს, მახათას მთის მიმართულებით ავტობუსების ორი დროებითი მარშრუტი დაინიშნება.

ავტობუსები 08:30 საათიდან 16:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან და მეტროპოლიტენ „ვარკეთილიდან“ 10-15 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ. ისინი მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.