მტკვარში სამშენებლო მასალის ჩაყრისთვის მუშას დააჯარიმებენ

13:33 05-11-2019
87

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბორჯომში, მდინარე მტკვარში სამშენებლო ნარჩენის ჩაყრის ფაქტი შეისწავლეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მოქალაქე მდინარე მტკვარში სამშენებლო ნარჩენებს ყრის.

დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლის ნაწილი პირველით შეადგინეს ოქმი, რაც წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრას გულისხმობს.

საქმის მასალები განსახილველად, ახალციხის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.

აღნიშნული სამართალდარღვევა 200-დან 300 ლარამდე საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს.

 

 

წყარო: tv9news