აშშ ახლო აღმოსავლეთში საჰაერო თავდაცვით სისტემა Patriot -სა და დამატებით სამხედრო ხომალდებს აგზავნის

12:07 05-11-2019
23

აშშ ირანთან მზარდი დაძაბულობის გამო, სპარსეთის ყურეში საჰაერო თავდაცვით სისტემა Patriot -სა და დამატებით რამდენიმე სამხედრო ხომალდს აგზავნის. განკარგულებას პენტაგონის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, პატრიკ შანაჰანმა ხელი უკვე მოაწერა.

პენტაგონის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ირანის შეიარაღებული ძალების ქმედებებს დეტალურად სწავლობს და საჭიროების შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთში საკუთარი ინტერესების დასაცავად მზად არის.

თეირანში კი, ამ განცხადებებს აბსურდულს უწოდებენ  და ფსიქოლოგიური ომის ფორმად მიიჩნევენ, რომელიც ირანის დაშინებას ისახავს მიზნად.

ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებიდან გამოთიშვის გადაწყვეტილება მიიღო.