დავით სერგეენკო - ბევრ შემთხვევაში, მკურნალობის ჩატარება, რისთვისაც საფრანგეთში მიდიან, იგივე დიაგნოსტიკითა და სქემით საქართველოში შესაძლებელია

21:46 05-10-2019
48

ბევრ შემთხვევაში, მკურნალობის ჩატარება, რისთვისაც საფრანგეთში მიდიან, იგივე დიაგნოსტიკითა და სქემით საქართველოში შესაძლებელია, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ.

სერგეენკოს თქმით, პაციენტებისთვის, რომლებიც საფრანგეთში 2015 წლამდე სამკურნალოდ მიდიოდნენ, ძირითადი მოთხოვნა ტუბერკულოზზე და „ცე“ ჰეპატიტზე მკურნალობა იყო.

„საბედნიეროდ, ორივე მიმართულებით გვაქვს თანამედროვე და მიწვდომადი მკურნალობის მეთოდები. ახლა რამოდენიმე ქვეყანასთან გვაქვს და უახლოეს პერიოდში მოვაწყობთ კომუნიკაციის სისტემას, რომლის მიხედვითაც, მათ შეეძლებათ, მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ შესახებ და ჩვენ ვპასუხობთ, არის თუ არა შესაძლებელი მკურნალობა აქ, საქართველოში.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ზოგიერთი სამკურნალოდ ჩადის საფრანგეთში, თუმცა საქართველოშიც არსებობს საშუალება, მიიღონ შესაბამისი მკურნალობა.