14 წლის ნათიას ჩვენი დახმარება სჭირდება

18:59 05-10-2019
61

ბავშვური ოცნებები, დიდი მიზნები და ლამაზი მომავალი... ასე იყო ჯერ კიდევ სამი თვის წინ, 14 წლის ნათია ბუხნიკაშვილის სამომავლო გეგემები. მერე მოულოდნელმა და თავზარდამცემმა დიაგნოზმა, ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

გოგონა მშობლებმა ექიმთან მუცლის ტკივილის სიმპტომებით მიიყვანეს. მერე ანალიზები აუღეს და პასუხების დაჯერება, რომ თავად ექიმებსაც გაუჭირდათ, განმეორებითი ანალიზები გაუკეთეს. მძიმე რეალობასთან შეგუება, ნათიასადა მის მშობლებისთვისაც რთული აღმოჩნდა. საკუთარი სახსრებით, ჯერ თურქეთში და მერე საფრანგეთში წაიყვანეს. თურქმა მედიკოსებმა გოგონას მეოთხე სტადიის სიმსივნე დაუდგინეს... ორჯერ ქიმიო თერაპიის კურსიც ჩაუტარდა, თუმცა დაავადება მაინც პროგრესირებდა. ახლა, გოგონას გაუსაძლის ტკივილებს მორფი ატანინებს. მას საზოგადოებას ფინანსური დახმარება და მორალური მხარდაჭერა სჭირდება. „პრაიმტაიმი“ ნათიას მეგობარს ესაუბრა.

თიკა ლეჟავა:„ჩემს მეგობარს, უკარგეს შვილსა და არაჩვეულებრივ გოგონას, სამი თვის წინ სწორ ნაწლავზე სიმსივნის მეოთხე სტადია აღმოაჩნდა. ამ ხნის განმავლობაში მშობლებს, საკუთარი ხარჯებით სამკურნალოდ წაყვანილი ყავდათ თურქეთსა და საფრანგეთში. სწორედ თურქეთში დაუდგინდა სიმსივნის ბოლო სტადია. უკვე ორჯერ გაუკეთდა ქიმიოთერაპიის კურსი, თუმცა არანაირი შედეგი არ გამოიღო. გაუკეთდა ოპერაციებიც... ახლა მისი ანალიზები გადაგზავნილი გვაქვს ამერიკაში, ველოდებით პასუხს, თუ მოგვცემენ გარანტიას, რომ იქ ჩასვლით ნათიას გამოჯანმრთელებას შეძლებენ. სამკურნალოდ წავიყვანთ. ჯერ ზუსტი პასუხი არ ვიცით, შესაბამისად არ ვიცით რა თანხებია საჭირო, თუმცა სავარაუდოდ 150 ათას აშშ დოლარზეა საუბარი. 

თვითონ მას გაუსაძლისი ტკივილები აქვს. ტკივილს მორფით უყუჩებენ. ამჟამად სახლში იმყოფება. მან იცის თავისი დიაგნოზი, განიცდის და ნერვიულობს. რთულია იმის გადმოცემა, რასაც ნათია, მისი მშობლები, ახლობლები და ნათესავები განიცდიან. მთელი დღის განმავლობაში წამლის ზემოქმედების ქვეშ არის. ნათია მხიარული და უკეთილშობილესი გოგონა, ბედნიერებას ასხივებს. ახლა მას ძალიან სჭირდება საზოგადოების გვერდში დგომა. ახლა ხშირად ვატარებთ საქველმოქმედო ღონისძიებებს, ოჯახს რაღაცით რომ მხარში ამოვუდგეთ. “

ნათია ახლა მეცხრე კლასშია. მას ისევ სჯერა, რომ სასწაულები ხდება და ისიც იცის, რომ კიბო განაჩენი არ არის. ამ ბრძოლაში ნათიასთან ერთად მთელი საქართველოა.   

დააფიქსირე შენი მხარდაჭერა 0 901 701 468 მაგთი, ბილაინი (ზარის ღირებულება 1 ლარი)

საბანკო ანგარიშები:  GE84TB7473145061100063 GE24BG0000000160805135 მიმღები: მამა - შალვა ბუხნიკაშვილი