რუსულ ავიაიერიშებს 2 წლის ბავშვის მთელი ოჯახი ემსხვერპლა (ვიდეო)

16:29 05-10-2019
230

რუსეთისა და სირიის სამთავრობო ძალების საჰაერო დარტყმებს ათობით ადამიანი ემსხვერპლა. ავიაიერიშები სირიის იდლიბის პროვინციაში განხორციელდა. დაღუპულებს შორის არის ერთი ოჯახი, რომლიდანაც მხოლოდ 2 წლის ბავშვი, ხადიჯა ალ-ჰამდანი გადარჩა. გოგონა ნანგრევებიდან მაშველებმა ამოიყვანეს. BBC ბავშვის პოვნის კადრებს ავრცელებს.

სირიის სამთავრობო ძალები ოპოზიციას უტევენ, ასადის რეჟიმს რუსეთი ეხმარება. ამჟამად, ოპოზიცია იდლიბის პროვინციას, დასავლეთ ალეპოსა და ჩრდილოეთ ჰამას აკონტროლებენ. იერიშებიც სწორედ ამ ტერიტორიების ასაღებად მიმდინარეობს.

თავად სირიის მთავრობა და რუსეთი აცხადებენ, რომ მათი სამიზნე ჯიჰადისტები არიან. თუმცა, მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვას გაეროს შეშფოთება მოჰყვა. ორგანიზაცია ასადის რეჟიმსა და ვლადიმერ პუტინს კონფლიქტის დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ მოუწოდებს/



ავტორი: მარიამ გიგანი