რუსთავის მე-15- სკოლაში 15-მდე მოსწავლე მოიწამლა

15:34 05-10-2019
27

რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში 15-მდე მოსწავლე მოიწამლა. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებმა თავი შეუძლოდ მას შემდეგ იგრძნეს, რას სკოლის ბუფეტში ისადილეს. 

შემთხვევიდან რამდენიმე წუთში რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადა გამოცხადდა. ბავშვების ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ნაწილი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, ყველა ბავშვი უკვე სახლშია გაწერილი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია სურსათის უვნებლობის სამსახური. მიმდინარეობს ბუფეტში არსებული საკვების და სასმელი წყლის ლაბორატორიული შემოწმება.

ავტორი: თაკო ტომარაძე