ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

რატი იონათამიშვილი

პოლიტიკა 1714049121

ევროპარლამენტის რეზოლუციებს რომ არავითარი ძალა არ აქვს და ვერაფერს ცვლის, ეს ევროპული სასამართლოდანაც კარგად ვიცით, ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი - რატი იონათამიშვილი

ევროპარლამენტის რეზოლუციებს რომ არავითარი ძალა არ აქვს და ვერაფერს ცვლის, ეს ევროპული სასამართლოდანაც კარგად ვიცით, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.მისივე თქმით, დღევანდელი ევროპარლამენტი ევროპის სირცხვილია.„ამბავი უნდა მოყვე, შეფასებაც არ სჭირდება – ევროპარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა: სააკაშვილის გათავისუფლება; ივანიშვილის დასანქცირება; გამჭვირვალობის კანონის გაწვევა; ოჯახური ღირებულებების საკონსტიტიციო ცვლილებების გაწვევა.ავტორებმა, პროექტის დაინიცირებისას, აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს…ამ ინსტიტუტის რეზოლუციებს რომ არავითარი ძალა არ აქვს და ვერაფერს ცვლის, ეს ევროპული სასამართლოდანაც კარგად ვიცით!ევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი!“, – წერს რატი იონათამიშვილი.ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს დღეს მხარი დაუჭირა.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1714048997

რეზოლუცია არის ევროპარლამენტის წარმავალი წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ, ივნისში არჩევნებია, ვიმედოვნებ, ევროკავშირის მოქალაქეები მანდატს სათანადო პირებს გადასცემენ - შალვა პაპუაშვილი

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა ასეთი ზედაპირულობა აქვთ ჩვენი ქვეყნის მიმართ, ასეთი რუსული პროპაგანდის წინადადება ამოვიკითხეთ პროექტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია არის პოლიტიკური დოკუმენტი, რომელსაც არ აქვს არანაირი აღმასრულებელი ფუნქცია და ძალა.„მოლაპარაკებების დაწყება-არდაწყებაზე, სანქციებზე იღებს ევროპის საბჭო. ეს არის რამდენიმე დეპუტატის მიერ წამოწყებული ის კამპანია, რომელსაც ისინი დიდი ხანია, აწარმოებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამიტომ, ამ რეზოლუციას, ისევე როგორც წინა სამ რეზოლუციას, სადაც უარესები ეწერა – სააკაშვილის გათავისუფლებაზე, მოგვიწოდებდნენ სანქციები დაგვეწესებინა ან ევროკავშირს დაეწესებინა, კანდიდატის სტატუსი რომ არ მოეცათ, ესეც ეწერა. ეს არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ. ივნისში არჩევნებია ევროპარლამენტის და იმედი მაქვს, ევროკავშირის მოქალაქეები უკეთეს გადაწყვეტილებას მიიღებენ და მანდატს გადასცემენ სათანადო პირებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ბაღი

რეგიონი 1714048222

როგორ გამოიყურება გაზაფხულზე ბათუმის ბულვარის იაპონური ბაღი - ფოტოები

ბათუმის ბულვარში 1020 კვ.მ.-ზე გაშენებულია იაპონური ბაღი. აქ თქვენ იხილავთ მინიატურულ ტბას, დეკორატიულ გადასასვლელ ხიდს, უნიკალური აღმოსავლური კულტურისთვის დამახასიათებელ ხე-მცენარეებსა და ფერთა გამას. იაპონური ბაღის პოვნა არ გაგიჭირდებათ, ორივე შესასვლელში სახასიათო წითელი ელფერის, იაპონური კარიბჭე დგას.

გია ვოლსკი

პოლიტიკა 1714047866

გიორგი ვაშაძის მოწოდებაა, 29 აპრილს დაიძაბოს ვითარება, რაც არის არა მარტო მავნებლური, არამედ საფრთხის შემცველი, ყველას მოვუწოდებ, არ აყვნენ დაპირისპირების ორგანიზების მცდელობას - ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, გიორგი ვაშაძის მოწოდებაა, 29 აპრილს ვითარება დაიძაბოს, რაც არა მარტო მავნებლური, არამედ საფრთხის შემცველია.ვოლსკი გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის მიერ ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთებულ იმ განცხადებას, სადაც ვაშაძე ამბობს: „29 აპრილს რაც იქნება ხალხის მოთხოვნა, იმას გააკეთებს ოპოზიცია – ჩვენ აუცილებლად ვეცდებით, პარლამენტის შიგნით თუ გარეთ, მწვავე იყოს ეს დღე და იქნება კიდეც, რადგან სამშობლოს გვართმევენ“.გია ვოლსკის თქმით, ყველას მოუწოდებს, არ აყვნენ დაპირისპირების მცდელობას.„გიორგი ვაშაძის, და არა მარტო მისი, მოწოდებაა, რომ დაიძაბოს ვითარება, ამ აქციას დაუპირისპირდეს სხვა აქცია, რომელშიც თითქოს იგი არანაირ მონაწილეობას არ იღებს. შეძახილი, მოწოდება გამოხატავს თავის შინაარს, პარტიული სუბიექტების, კონკრეტული ადამიანების დამოკიდებულებას ქვეყანაში არსებული ვითარების მიმართ. ასეთი მოწოდება არის არა მარტო მავნებლური, არამედ საფრთხის შემცველიც. ყველას მოვუწოდებ, არ აყვნენ დაპირისპირების ორგანიზების ასეთ აშკარა მცდელობას. მოუსმინონ საპირისპირო აზრსაც. ყველას, ვინც შეიკრიბება, მათაც მოვუწოდებთ მთელი ჩვენი გუნდის სახელით, იყვნენ წყნარად, თავდაჯერებულად და არანაირი აგრესია არ გამოხატონ ოპონენტის მიმართ, საპირისპირო აზრის ადამიანის მიმართ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ლენტა

სამართალი 1714047630

გარდაბანში 36 წლის კაცი მოკლეს

მკვლელობა  გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში - ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით 36 წლის კაცს თანასოფლელმა ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია:"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული დ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თელეთში, ურთიერთშელაპარაკებისას თანასოფლელს 1988 წელს დაბადებული დ.კ. ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა დ.ა. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს." ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.