რისი ეშინიათ და რა ახარებთ ყველაზე მეტად ქართველებს?

15:08 05-10-2019
207

რისი ეშინიათ და რა ახარებთ ყველაზე მეტად ქართველებს?- ეს ორი კითხვა, აქტუალობას არასდროს კარგავს. მიზეზი მარტივია - სოციუმი კვლევას საჭიროებს.

პრაიმტაიმმა“ ამ ორი კითხვით, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში გამოკითხვა ჩაატარა და შედეგები ასე გადანაწილდა:

17-დან 25 წლამდე ასაკის გამოკითხულ რესპონდენტების უმრავლესობას, ეშინიათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ბანკების, გლობალური დათბობის, ომის, ბუნებრივი კატაკლიზმების, სოციალურ ქსელზე დამოკიდებულების, გველის და ა.შ.

ახარებთ: სიკეთის კეთება, ქვეყნის ერთიანობა, ოჯახის კარგად ყოფნა და სამსახური.

რაც შეეხება გამოკითხვაში მონაწილე 25-დან 35 წლამდე ასაკის ადამიანებს, მათ ეშინიათ: სიმაღლის, მომავლის, ავტოსაგზაო შემთხვევების, ოკუპაციის, უმუშევრობის და კრიმინალის...

უხარიათ: დასაქმება, სტაბილური შემოსავალი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობა.

35-დან 45 წლამდე ასაკის გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობას აშინებს: ომი, სიბერე, ჯანმრთელობა, ვალი და მომავალი.

უხარიათ: ოჯახის წევრების კარგად ყოფნა, სტაბილური შემოსავალი, შვილები, შვილიშვილები და ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა.

45 წელს გადაცილებულ რესპონდენტების უმრავლესობას, აშინებთ: სიბერე, არასტაბილური შემოსავალი, ლარის გაუფასურება და ბანკის კრედიტები, სიკვდილი. ახარებთ: მშვიდობა, ოჯახის წევრების დასაქმება და მათი კარგად ყოფნა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი