9 წლის ბავშვმა დედა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

14:50 05-10-2019
2529

9 წლის ბიჭმა დედას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა. 51 წლის ქალი, მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. 

მკვლელობა მიჩიგანის შტატში მოხდა. მომხდართან დაკავშირებით სიუჟეტი ადგილობრივმა ტელევიზიამ მოამზადა, ინფორმაციას ავრცელებენ ბრიტანული გამოცემებიც. 

მოკლული ქალი პოლინ რენდოლია, რომელმაც 9 წლის ბიჭი ნარკოდამოკიდებული ქალისგან იშვილა.

9 წლის ბავშვს ბრალი მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუხლით, გუშინ წაუყენეს. მისი ადვოკატი განმარტავს, რომ ბიჭი ვერც იაზრებს, რომ დედამისი მოკლა. ოჯახის ახლობლები ირწმუნებიან, რომ ბავშვს ფსიქოლოგიური პრობლემებიც ჰქონდა და მისი შემოწმება აუცილებელია მანამ, სანამ სასამართლო განაჩენს გამოიტანს.

9 წლის ბავშვის ერთ-ერთი მეზობელი ქალი იხსენებს, რომ იგი მის 8 წლის ქალიშვილს მოკვლით ემუქრებოდა: „ჩემ შვილს უთხრა რომ დანით დაჭრიდა და უნდოდა ენახა როგორ მოკვდებოდა,“- ამბობს ალისია პიერონსკი.

ამჟამად, მკვლელობაში ბრალდებული მცირეწლოვანი პირი, რომლის სახელსაც გამოძიება არ ასაჯაროვებს, არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ პენიტენციალურ დაწესებულებაში იმყოფება.

ავტორი: მარიამ გიგანი