იზიდავს ბავშვს და ვეღარ აცნობიერებს რა ხდება მის გარშემო - გაფრთხილება მშობლებს

13:17 05-10-2019
544

ის, რაზეც სპეციალისტები აქამდე ეჭვობდნენ, ახლა უკვე მეცნიერულად დადასტურდა. ეს არის ვირტუალური აუტიზმი - თანამედროვე მსოფლიოს ახალი გამოწვევა.

მეცნიერების შეფასებით, ტელეფონის ეკრანებს საათობით მიჯაჭვული ბავშვები ვირტუალური აუტიზმის პოტენციური მსხვერპლები არიან. 

თუ უფროსებისთვის ტელევიზორთან ან კომპიუტერთან გატარებული 5 საათი არ წარმოადგენს საგანგაშო ფაქტორს, პატარა ბავშვებისთვის (0-2 წლის) ელექტრონული გაჯეტები უბრალოდ დამანგრეველ ეფექტს იძლევა.

რუმინეთის ბავშვთა აუტისტური ცენტრის ფსიქოლოგმა მარიუს ზამფირმა ​ეკრანისგან ბავშვისთვის მიყენებულ ფსიქოლოგიურ ზიანს სწორედ „ვირტუალური აუტიზმი“ უწოდა. მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები საგანგაშოა და თითოუეული მშობლისთვის დასაფიქრებელი»

„უმეტეს შემთხვევებში, ბავშვებს, რომლებსაც 5 საათით ტოვებდნენ ეკრანებთან ვირტუალურ რეალობასთან, გამოუვლინდათ ფსიქომოტორული განვითარების, მეტყველების და ქცევის დარღვევები (აუტიზმი)“.

მარიუს ზამფირის კველვის მიხედვით, ეკრანი იმდენად იზიდავს ბავშვის ყურადღებას და მის გრძნობებს, რომ ის ვეღარ აცნობიერებს რა ხდება მის გარშემო - რეალურ სამყაროში. ეკრანზე გამოსახულება ხომ უფრო ჩქარი, ხმაურიანი და ფერადია. ასე ყალიბდება დამოკიდებულება შუქზე, ხმაურსა და ნახატებზე, რაც ბავშვის იზოლირებას ახდენს გარე სამყაროსთან.

ხმაური, მკვეთრი შუქი, კადრების სწრაფი მონაცვლეობა (მულტფილმების შემთხვევაშიც), ბავშვში იწვევს ნეგატიურ ემოციებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში გადადის აგრესიულ და უკონტროლო ქცევაში. 

ექიმები და ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, 2 წლამდე ბავშვები რაც შეიძლება დიდი ხნით ასეირნონ ქუჩაში, ბუნებაში. აკონტაქტონ მათზე უფროს ბავშვებთან, უფროსებთან, რომლებიც ისაუბრებენ და ითამაშებენ მათთან. 

„ვირტუალური აუტიზმის“ მაშტაბური პრობლემის პრევენციის მიზნით, რუმინეთის ბავშვთა აუტისტურმა ცენტრმა  კამპანია შევაჩეროთ ვირტუალური აუტიზმი დაიწყო. კამპანიის მიზანი  კომპიუტერისა და ტელევიზორის უკონტროლო ყურებისგან გამოწვეული სერიოზული ზიანის თავიდან აცილებაა.

წყარო: სააგენტო „მშობლები“

ავტორი: თაკო ტომარაძე