ხაშურში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

11:26 05-10-2019
54

ხაშურში ქალის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს - 1964 წელს დაბადებულ ლ.ბ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მჩხვლეტავი საგნის გამოყენებით, ყელის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ვ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ რომ შემზარავი ფაქტი ხაშურში თამარ მეფის ქუჩაზე 9 მაისს მოხდა. მოკლული შუახნის ქალი საკუთარ სახლში შვილმა იპოვა.

ავტორი: მახო მიქელაძე