წყადიდობისას დატბორილი ალაზნის ველი ( დრონით გადაღებული კადრები)

17:14 05-09-2019
202

საგანგებო სიტუაციების სამსახური დრონით გადაღებულ კადრებს ავრცელებს. კადრებში კარგად ჩანს, დატბორილი სასოფლო-სამეურნეო და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, ასევე ავტომობილების სავალი ნაწილი. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დატბორა.

დაზიანდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი, დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, ვენახები, ბოსტნეულის ბაღები, მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, გათიშა ელექტროენერგია, შეწყვეტილი იყო სასმელი წყლის მიწოდებაც.

სტიქიამ ყველაზე მეტად ვარდისუბნის და აფენის თემის მოსახლეობა დააზარალა.

სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, მობილიზებული იყო მუნიციპალიტეტში არსებული ტექნიკა.