ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან კონტროლს ამკაცრებს

16:14 05-09-2019
52

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. „სასაზღვრო ზონაში კანონდარღვევების პროფილაქტიკის მიზნით“ კონტროლს ამკაცრებს.

accentnews-ის ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის სასაზღვრო ორგანოები დე ფაქტო რესპუბლიკის შსს–სთან და საბაჟო კომიტეტთან თანამშრომლობით რიგ ერთობლივ ღონისძიებებს განახორციელებენ, რომლებიც ე.წ. სასაზღვრო სფეროში კანონდარღვევების პროფილაქტიკაზეა მიმათული.

ეს ღონისძიებები მოიცავს კონტროლის გაძლიერებას ე.წ. სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის მდგომარეობაზე, პირების, საქონლისა და ტვირთების გამარტივებულად გატარების წესის დაცულობაზე, სასაზღვრო ზონაში პირებისა და სატრანსპორტო საშუალებების შეშვებასა და დროებით ყოფნაზე, ასევე ე.წ. საზღვრისპირა დასახლებულ პუნქტებში გეგმიური შემოვლების გახშირებას.

დე ფაქტო უშიშროება ე.წ. საზღვრისპირა რაიონების მაცხოვრებლებს მოუწოდებს, დაგეგმილ ღონისძიებებს გაგებით მოეკიდონ და სახლიდან გასვლისას გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად შესაბამისი საბუთი იქონიონ.

ამასთან, 9 მაისის დღესას დღესასწაულებთან დაკავშირებით, 10 მაისის დილის 06:00 საათამდე დე ფაქტო საზღვარზე არსებული ე.წ. საკონტროლო გაშვები პუნქტები სრულად დაკეტილია.