ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით საქართველო 70-ე ადგილზეა

15:03 05-09-2019
83

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, თემატური მოკვლევისას მიღებული ცნობებით, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია.

„დაბინძურებულ ჰაერს არსებითი ზეგავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. გარემოსადმი მიყენებული ზიანი პირდაპირ აისახება საზოგადოებაზე და თანმდევი უარყოფითი შედეგები დროთა განმავლობაში ვლინდება. ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად მსოფლიოში 6.5 მილიონი ადამიანი იღუპება.  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიო ქვეყნებს შორის საქართველო ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით 70-ე ადგილზეა. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშით გამოვლინდა დაბინძურების ორი ძირითადი წყარო - სტაციონარული და მოძრავი, ხოლო ძირითადი დამაბინძურებლებია მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკები (PM10 და PM2.5), აზოტის დიოქსიდი (NO2), ოზონი (O3), გოგირდის დიოქსიდი (SO2) და
ნახშირორჟანგი (CO).3“  ნათქვამია დოკუმენტში.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი