ეჭვიანობა თანდაყოლილი თემაა - ვალერი მელაძის მეუღლე პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა

13:45 05-09-2019

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის ვალერი მელაძის მეუღლე ალბინა ჯანაბაევა, ჟურნალ OK-თან პირად ურთიერთობებზე ალაპარაკდა.

width=600  

40 წლის ალბინა და 53 წლის ვალერი - წყვილს საზოგადოების მხრიდან ყურადღება არ მოსწონთ და იშვიათად აზიარებენ ოჯახურ ფოტოებს. ასევე, იშვიათად საუბრობენ პირად ცხოვრებაზე. 

width=600 

ჯანაბევამ, 8 მაისს, სოციალურ ქსელში მელაძესთან ერთად გადაღებული ვიდეომასალა გამოაქვეყნა. წყვილი მილანში მოგზაურობს. ალბინას ფოტოს, თაყვანისმცემლების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ისმაკიაჟის გარეშე პოზირებს.

ჟურნალ OK-ში გამოქვეყნდა ინტერვიუ, სადაც ალბინა პირად ცხოვრებაზე საუბრობს. ჯანაბაევა, ქორწინების თემას შეეხო და განაცხადა, რომ პირადი ურთიერთობები ძირითადად მოგვარებულია და ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ მუხედავად ამისა, ზოგჯერ ცხოვრებაში ეჭვიანობის თემა წამოიჭრება, რომელიც სიყვარულს ხშირად თან ახლავს.

width=600  

„ჩვენ ერთმანეთის ნდობა გვაქვს. ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვიტო რას ეძებ და რა გსურს - პატიოსნად უპასუხე ამ კითხვას და ცხოვრება ბევრად უფრო იოლი გახდება. მე ვფიქრობ, რომ ეჭვიანობა თანდაყოლილი თემაა ყველა ჩვენგანისთვის. თუ სიყვარულია, მაშინ არსებობს სხვადასხვა გარემოებებთან დაკავშირებული ეჭვიანობაც. მაგრამ ვალერი - კარგი ადამიანია, მაგრამ მინდა გითხრათ, მეც ასევე კარგი მეგობარი ვარ“ - აღიარა ალბინამ.

 width=600 

შეგახსენებთ, რომ მელაძე და ჯანაბევა 10 წელზე მეტია ერთად არიან. მათი რომანის შესახებ 2009 წელს გახდა ცნობილი. 2014 წელს კი, მომღერალი ოფიციალურად გაეყარა პირველ ცოლს - ირინას, რომელთანაც სამი ქალიშვილი - ინგა(28), სოფია(19) და არინა(16) ჰყავს. მალე ვალერიმ აღიარა, რომ ალბინასგან ვაჟი, კონსტანტინე შეეძინა.

width=600

იმავე წელს წყვილმა იქორწინა და ამ ეტაპზე მათ ორი ვაჟი - 15 წლის კონსტანტინე და 4 წლის ლუკა ჰყავთ.

ავტორი: რუსა ღვანიძე