ირანი გამდიდრებული ურანის წარმოების განახლებით იმუქრება

11:59 05-08-2019
17

ირანი 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებიდან ნაწილობრივ გადის. პრეზიდენტ ჰასან რუჰანის განცხადებით, იგი შეინარჩუნებს გამდიდრებული ურანის მარაგს ქვეყანაში და მას საზღვარგარეთ აღარ გაყიდის. იგი ასევე დაიმუქრა რომ 60 დღეში განაახლებს მაღალ დონეზე გამდიდრებული ურანის წარმოებას.

რუჰანის თქმით იგი წყვეტს ბირთვული შეთანხმების ორ ნაწილს, რომლითაც ირანი გამდიდრებული ურანის ნაშთს ყიდდა. გარდა ამისა, მან საფრანგეთს, გერმანიას, რუსეთს, ჩინეთსა და გაერთიანებულ სამეფოს 60 დღე მისცა, რომ შეასრულონ შეთანხმებით გათვალისწინებული, ფინანსური და ნავთობთან დაკავშირებული ვალდებულებები ან გაიზიარონ აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები.

ირანის ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 1 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც ვაშინგტონმა ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვა და ოფიციალურ თეირანს სანქციები განუახლა. მას შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა.

ავტორი: მარიამ გიგანი