ვინ არის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომელიც სოფელ ზორვეთში ავარიას ემსხვერპლა - მათ ქორწილი 1 კვირის წინ ჰქონდათ

16:14 05-07-2019
27178

სოფელ ზორვეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლე  ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც „პრაიმტაიმისთვის გახდა ცნობილი, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 23 წლის ალექს ბარბაქაძე და 19 წლის მარიამ დოლუაშვილი. 

„ზოვრეთში იყვნენ ახლობელთან სტუმრად. უკან დაბრუნებულებს გზაზე მოუვიდათ ავარია, მოგლეჯილი ხე ეგდო ძირს და ამ ხეს დაეჯახნენ“,  - ამბობს მეგობარი.

შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.