ნუცუბიძის III მიკრორაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

13:48 05-07-2019
15

ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება.  სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაო ნუცუბიძის III მიკრორაიონში მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, ამავე მიკრორაიონის I კვარტლის მე-10 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა. აღნიშნული კორპუსის შიდა ეზოში და III მიკრორაიონის დასაწყისში არსებულ საერთო სარგებლობის კიბეზე წვიმის დროს წყალი გროვდებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას აღნიშნული პრობლემა მოუგვარდება.  

გარდა ამისა, ამავე კვარტალში მე-10 კორპუსთან დამცავი კედელი ეწყობა. მშენებლობის შედეგად, მრავალბინიანი კორპუსების მცხოვრებლები კლდის ჩამოშლის საშიშროებისგან იქნებიან დაცული. პროექტის თანახმად, კედლის სიგრძე 43 მეტრს შეადგენს. სამუშაოებს ვაკის გამგეობის დაკვეთით, შპს „კლასიკ სტროი“ აწარმოებს.

კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ნუცუბიძის III მიკრორაიონის IV კვარტლის მე-2 და მე-3 კორპუსების მიმდებარედ ხორციელდება. ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნულ მისამართზე ახალი ტიპის - Street Workout  ტრენაჟორები დამონტაჟდა. კომპლექსი ე.წ. შვედურ კედელს, ღერძებსა (ტურნიკებს) და სავარჯიშო რგოლებს მოიცავს.

პროექტის ბოლო ეტაპზე, მოედანზე რბილი საფარი დაიგება. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ემ ემ“-ი ასრულებს.