მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთიდან უდანაკარგოდ დაბრუნდა (video)

10:32 05-07-2019
13

საქართველოს თავდაცვის ძალების მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთში მიმდინარე “მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

ასეულის ჩამოსვლით ამ ეტაპზე ავღანეთში ქართული ქვედანაყოფების როტაცია დასრულდა.

მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბისა და ძალთა დაცვის ამოცანებს შვიდი თვის განმავლობაში ასრულებდა. ქვედანაყოფი მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა როტაციის წესით ჩაანაცვლა.