ნინო სუხიშვილი- მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და თამამად ვაცხადებ, რომ ვდგევარ იქ სადაც ჩემი ეკლესია დგას

23:44 05-06-2019
1190

ანსამბლ „სუხიშვილების“ დირექტორმა და მთავარმა პროდიუსიერმა – ნინო სუხიშვილმა, ტელევიზია „ერთსულოვნების ეთერში 17 მაისთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან 17 მაისს სამების ტაძართან გამართულ კონცერტზე ისაუბრა. 

„მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და თამამად ვაცხადებ, რომ ვდგევარ იქ სადაც ჩემი ეკლესია დგას! – ნინო სუხიშვილი“

სუხიშვილის თქმით, სამების წინ კონცერტი ძალადობა არ არის და მისთვის დიდი პატივია კონცერტში მონაწილეობა. 

მე წინააღმდეგი ვარ ყველანაირი აგრესიის. უბრალოდ, მე ვთვლი რომ სამების წინ კონცერტი... საერთოდ, სამების სავანე, ეს არის ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერების და კულტურული მემკვიდრეობის აღორძინების ადგილი. ამიტომ იქ, კონცერტი ჩემთვის არანაირი ძალადობა არ არის და არანაირი აგრესია არავის მიმართ. ჩემთვის პატივია სამების წინ კონცერტში მონაწილეობის მიღება. ჩემთვის ეკლესია არის სიკეტე და სიყვარული.. , — განაცხადა სუხიშვილმა.