რამდენი პატიმარია საქართველოში - უახლესი სტატისტიკა

16:14 05-06-2019
144

2019 წელს სასამართლოს მიერ თავისუფლების აღკვეთის მაჩვენებელი შემცირდა. მონაცემების ნახვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზეა შესაძლებელი.

პირველი 3 თვის მიხედვით სულ 3505 მსჯავრდებულია. აქედან 849-ს თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, 1649 პირობითი სასჯელით არის, დაჯარიმდა 695 პირი და 250-ს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დაეკისრა. 

სტატისტიკის მიხედვით შინაპატიმრობა მიესაჯა 17 მსჯავრდებულს. 

აღსანიშნავი ფაქტია, რომ 2018 წლის პირველი სამი თვეში 7 პატიმარი გათავისუფლდა ამინისტიით ან სხვა საფუძვლით.

სტატისტიკის გრაფაში 2019 წელს გათავისუფლებულებს ვერ შევხვდებით.